About Organization
საგანმანათლებლო მედიაცენტრი "WatchDogs Hub" აქტიურად ფუნქციონირებს 2016 წლიდან. Watchdoggery არის ტერმინი ჟურნალისტიკაში და ნიშნავს მოდარაჯე ძაღლს. მედიის ფუნქციის, როგორც საზოგადოებრივი ინტერესების დამცველისა და დარაჯის, მეტაფორული ხედვა. მედია ამბობს ხალხის სახელით, მათ დასაცავად ძლევამოსილი სახელისუფლო თუ ბიზნესინტერესებისგან, რომელთაც შეუძლიათ, ავნონ საზოგადოების ინტერესებს. გელოდებათ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მეგობრული გუნდი მუდმივად მზარდი შესაძლებლობებით, რასაც ყოველდღე ვადასტურებთ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტებით! ვისთვის არის იდეალური ჩვენ გუნდში გაწევრიანება ?! ☀ - ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი თავის წარმოჩენა ფართო ასპარეზზე, პოტენციალის რეალიზება ახალგაზრდულ სფეროში პროექტების, საგანმანათლებლო ტრენინგების დაგეგმვის და განხორციელების კუთხით ჰუმანიტარულ სფეროში ☀ - ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ მნიშვნელოვნად გაიმდიდრონ სანაცნობო წრე, შეიძინონ სხვადასხვა პროფესიის ახალი მეგობრები და მნიშვნელოვანი კონტაქტები მომავალი წარმატებისთვის ☀ - ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ აქტიურად ჩაერთონ ორგანიზაციის სხვადასხვა ლოკალურ თუ საერთაშორისო აქტივობებში აქტიური წევრები უშუალოდ ჩაერთვებიან ორგანიზაციის "ცხოვრებაში", რაც გულისხმობს ტრენინგების, პროექტების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ასევე უშუალოდ პროექტებში მონაწილეების სახით. ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს! Facebook Link: https://www.facebook.com/WatchDogsHub/
